აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკიდან იმპორტზე ტარიფებს ერთი თვით შეაჩერებს.
მისივე განცხადებით, მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი საზღვარზე 10 000 მექსიკელი ჯარისკაცის განთავსებას დათანხმდა მიგრანტების ნაკადის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ტრამპის ინფორმაციით, მექსიკის პრეზიდენტთან "ძალიან მეგობრული" საუბარი ჰქონდა. ტარიფები დაუყოვნებლივ შეჩერდება და ეს დრო მოლაპარაკებებს დაეთმობა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტარიფები აამოქმედა კანადის, მექსიკის და ჩინეთის წინააღმდეგ.




























