მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში კანადის, მექსიკის და ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები ამოქმედდა

ტრამპი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კანადის, მექსიკის და ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები აამოქმედა.

კანადის და მექსიკის შემთხვევაში, ტარიფების მოცულობა 25%-ია, გარდა კანადური წარმოშობის ენერგეტიკული რესურსებისა, რომელზედაც მხოლოდ 10%-იანი სავაჭრო შეზღუდვა იმოქმედებს.

ჩინეთს რაც შეეხება, აშშ-ის მთავრობამ აზიური სახელმწიფოს წინააღმდეგ დამატებით 10%-იანი სატარიფო რეჟიმი შემოიღო. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ სერვისსა და პროდუქტზე სატარიფო შეზღუდვა უკვე იყო დაწესებული, ანუ ახალი სანქცია არსებულ სატარიფო შეზღუდვას 10%-ით გაამკაცრებს.

კანადის, მექსიკის და ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილებას აუცილებლად მოჰყვა საპასუხო ზომები და ისინი თავადაც დაუწესებენ აშშ-ს ტარიფებსა და სხვა შეზღუდვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები