მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის EU-სკენ მისწრაფებების წინ წასაწევად - საელჩო

დანიგანი

შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფებების წინ წასაწევად, - ამის შესახებ აშშ-ის საელჩო წერს.

დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, ელჩი დანიგანი სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და თანასწორობის ადვოკატირებაში მათი საქმიანობის შესახებ მოისმინა.

"საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე", - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ეს ნაბიჯი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას" - სახ.დეპის სპიკერი "რუსულ კანონზე"