მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს - ენტონი ბლინკენი

ბლ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წლის თავს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„დღეს 15 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა მისი მიწის 20%-ის ოკუპაცია. რუსეთი კვლავ უარს აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის ვალდებულებების შესრულებაზე.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები