მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ მწვანე ენერგიის პროექტებისთვის დამატებით $428-მილიონიან გრანტებს გასცემს

kamala

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მწვანე ენერგიის პროექტების მხარდასაჭერად $428-მილიონიანი საგრანტო ფონდი გამოაცხადა. გამოყოფილი ფინანსები იმ თემებს დაეხმარება, სადაც ბოლო დროს ქვანახშირის მაღაროებისა და ელექტროსადგურების გაუქმებას ყველაზე მწვავე შედეგი მოჰყვა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს იმ დასახლებების განვითარებას, რომლებსაც ქვეყნის ქვანახშირზე დამოკიდებულების შემცირების გამო განსაკუთრებლად გაუჭირდათ. ბაიდენისა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისისთვის აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ გრანტები ძირითადად იმ შტატებში გაიცემა, რომელთა მოსახლეობის მთავარი ნაწილიც რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველია.

როგორც აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილემ, დეივიდ თურქმა მედიასთან განაცხადა, ბაიდენის ადმინისტრაციას სჯერა, რომ სწორედ ის ხალხი უზრუნველყოფს შეერთებული შტატების მწვანე ენერგოტრანზიციას, რომლებიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში ამარაგებდნენ ელექტროენერგიით.

მისივე ინფორმაციით, გრანტით 12 შტატის 14 პროექტი ისარგებლებს. შტატებს შორის ხვდებიან კენტუკი, იუტა, ვესტ ვირჯინია, ტეხასი და პენსილვანია. თურქის განმარტებით, გრანტები 2021 წელს მიღებული ინფრასტრუქტურის ორპარტიული კანონმდებლობის ფარგლებში გამოიყოფა, თუმცა განსახორციელებელი პროექტები კერძო სექტორისგან $500 მილიონს მოიზიდავს და 1900 მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს გააჩენს.

მაგალითად, ერთ-ერთი პროექტი პენსილვანიის შტატში, $87 მილიონით დაფინანსდება. პროექტი კომპანია Mainspring Energy-ის მიერ წელიწადში 1000 გენერატორის წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები