მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ მზადაა ჩაერთოს მოლაპარაკებებში რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან, ბირთვული საფრთხის შესამცირებლად - ბაიდენი

ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მზადაა, წინაპირობების გარეშე ჩაერთოს მოლაპარაკებებში რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შესამცირებლად. ამის შესახებ ბაიდენმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატისთვის მილოცვისას განაცხადა.

11 ოქტომბერს, მშვიდობის დარგში 2024 წლის ნობელის პრემია იაპონურ ორგანიზაცია Nihon Hidankyo-ს მიენიჭა, ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის.

მილოცვაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს წინსვლა იმ დღისკენ, როდესაც მსოფლიო სრულად თავისუფალი იქნება ბირთვული იარაღისგან.

"შეერთებული შტატები მზადაა, წინაპირობების გარეშე ჩაერთოს მოლაპარაკებებში რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შესამცირებლად. ბირთვული არსენალის შემცირების კუთხით პროგრესის შეზღუდვა ჩვენი ერებისთვის და მსოფლიოსთვის არ არის სასარგებლო.

ნობელის მშვიდობის პრემიის კომიტეტის განცხადება გვახსენებს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროგრესი ბირთვული იარაღის საფრთხისგან თავისუფალი სამყაროსკენ",- აღნიშნა ბაიდენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები