მშვიდობის დარგში 2024 წლის ნობელის პრემია იაპონურ ორგანიზაცია Nihon Hidankyo-ს მიენიჭა, ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის.
ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა შეაქო ჯგუფი „მოწმეების ჩვენებით დემონსტრირებისთვის, რომ ბირთვული იარაღი აღარასოდეს უნდა იქნეს გამოყენებული“. კომიტეტის თანახმად, ორგანიზაცია დაუღალავად მუშაობდა ბირთვული იარაღის გამოყენების კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.
ორგანიზაცია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Hibakusha, ჩამოყალიბდა 1956 წელს. მასში შედიან ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე 1945 წლის ატომურ თავდასხმას გადარჩენილები.
ცნობისთვის, ნობელის პრემიის ლაურეატები პრიზის სახით ჩვეულებრივ იღებენ 11 მილიონ შვედურ კრონას ($1,06 მლნ).
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემია ვიქტორ ამბროსსა და გარი რუვკუნს გადაეცათ. 8 ოქტომბერს ჯონ ჰოპფილდმა და ჯეფრი ჰინტონმა ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიიღეს. 9 ოქტომბერს კი ნობელის პრემია ქიმიის დარგში გადაეცა სამ მეცნიერს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ხელოვნური ინტელექტის საშუალებით პროტეინის “კოდის გატეხაზე”, 10 ოქტომბერს კი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია სამხრეთკორეელმა მწერალმა ჰან კანგმა მიიღო.