მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემია ვიქტორ ამბროსსა და გარი რუვკუნს გადაეცათ

ამბროსი და რუვკუნი

მიმდინარე კვირა ნობელის ლაურეატების გამოვლენის კვირაა, სადაც ფიზიოლოგიასა და მედიცინაში პირველი გამარჯვებულების ვინაობაც გაირკვა.

ნობელის პრემია გადაეცათ ამერიკელ ბიოლოგებს ვიქტორ ამბროსსა და გარი რუვკუნს მიკრო რნმ-ის მოლეკულების აღმოჩენისთვის, რაც პასუხისმგებელია ორგანიზმში გენების მუშაობაზე. რუვკუნმა და ამბროსმა აღმოაჩინეს ჭია მოლეკულა C.elegans, რომელმაც გენის რეგულირების სრულიად ახალი პრინციპი განსაზღვრა. დამტკიცდა, რომ აღნიშნული მიკრო რნმ-ი ორგანიზმის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში ფუნდამენტურ როლს იძენს.


წყვილმა პირველად 1993 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი გენების რეგულაციის ახალ დონესთან დაკავშირებით, რომელიც მრავალუჯრედიანი ორგანიზმებისთვის, მათ შორის ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, ნობელის პრემიის ლაურეატების გამოვლენის პროცესი 7 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებულები კი 11 მილიონ შვედურ კრონას მიიღებენ, რაც დაახლოებით 1,1 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტია.

ნობელის პრემია ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც გადაეცემათ მათ, ვინც კაცობრიობას ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სარგებელი მოუტანა. პრემია გაიცემა ექვს ძირითად დარგში: ფიზიკაში, ქიმიაში, ლიტერატურაში, ფიზიოლოგია ან მედიცინაში, ეკონომიკასა და მშვიდობაში. პირველი ნობელის ჯილდო 1901 წელს გაიცა და მას შემდეგ ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები