მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯონ ჰოპფილდმა და ჯეფრი ჰინტონმა ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიიღეს

hopfield and hinton

2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების გამოვლინების პროცესი გრძელდება. 8 ოქტომბერს უკვე ცნობილი გახდა ფიზიკის დარგში გამარჯვებული მეცნიერების ვინაობა. ჯონ ჰოპფილდისა და ჯეფრი ჰინტონის პარტნიორობამ ხელოვნური ნეირონული ქსელების მეშვეობით მანქანური დასწავლის გაუმჯობესება შესაძლებელი გახადა.

უშუალოდ ჰოპფილდმა შექმნა ასოციაციური მეხსიერება, რომელსაც შეუძლია შეინახოს და აღადგინოს სურათები და სხვა ტიპის შაბლონები მონაცემებში. რაც შეეხება ჯეფრი ჰინტონს მან გამოიგონა მეთოდი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად იპოვოს თვისებები მონაცემებში და შეასრულოს ისეთი ამოცანები, როგორიცაა სურათებში კონკრეტული ელემენტების იდენტიფიცირება.

მანქანა იწვრთნება მაგალითების მიწოდებით, რომლებიც დიდი ალბათობით წარმოიქმნება აპარატის მუშაობისას. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სურათების კლასიფიკაციისთვის ან ახალი მაგალითების შესაქმნელად იმ ტიპის ნიმუშის შესახებ, რომელზედაც ის იყო გაწვრთნილი.

აღსანიშნავია, რომ ჯონ ჰოპფილდი პრინსტონის, ხოლო ჯეფრი ჰინტონი ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორები არიან.

შეგახსენებთ, რომ ნობელის პრემიის გამარჯვებულების გამოვლინება 7 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ ეტაპისთვის გამარჯვებულები მხოლოდ ფიზიკისა და მედიცინა/ფიზიოლოგიის მიმართულებით გამოვლინდნენ. 14 ოქტომბრამდე კი გავიგებთ მშვიდობის, ეკონომიკის, ქიმიისა და ლიტერატურის დარგებში ნობელის ლაურეატების ვინაობასაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები