2024 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში გადაეცათ მეცნიერების ტრიოს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ხელოვნური ინტელექტის საშუალებით პროტეინის “კოდის გატეხაზე”. დევიდ ბეკერმა შექმნა სრულიად ახალი ტიპის პროტეინები, ხოლო დემის ჰასაბისმა და ჯონ ჯამპერმა გამოიგონეს ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რათა განესაზღვრათ პროტეინის კომპლექსური სტრუქტურა, რაც 50 წლის განმავლობაში ამოუხსნელი პრობლემა იყო.
ნობელის კომიტეტის განცხადებით, ამ აღმოჩენის პოტენციალი განუსაზღვრელია. პროტეინები ამინომჟავების მოლეკულების ერთობლიობისგან შედგება, რომელიც ადამიანების ორგანიზმის ასაშენებლად ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. ისინი ეხმარებიან თმის, კანისა და ქსოვილური უჯრედების აღდგენას. ისინი კითხულობენ, ასლს იღებენ და აღადგენენ დნმ-ს და ამასთან ეხმარებიან სისხლის მეშვეობით ჟანგბადის გადაადგილებას.
მიუხედავად იმისა, რომ ცილები აგებულია 20 ამინომჟავისგან, მათი გაერთიანება შესაძლებელია გაუთავებელი გზებით.
პროფესორი ჰასაბისი და ჯამპერი დაჯილდოვდნენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ამინომჟავების თანმიმდევრობიდან ცილის სამგანზომილებიანი სტრუქტურის პროგნოზირებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს იწინასწარმეტყველონ თითქმის ყველა, 200 მილიონი ცნობილი ცილის სტრუქტურა.
რაც შეეხება ბეკერს, რომელიც ბიოქიმიკოსია და ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ის პასუხისმგებელია კომპიუტერიზებული მეთოდების გამოყენებაზე, რითაც პროტეინის სრულიად ახალი ტიპი შექმნა, რომელსაც განსხვავებული ფუნქციები აქვს უკვე არსებულთან შედარებით.
შეგახსენებთ, რომ ნობელის პრემიის დაჯილდოება 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება და გამარჯვებულები გამოსავლენი დარჩა ლიტერატურის, ეკონომიკისა და მშვიდობის დარგებში.