რუმინეთი უახლეს ამერიკულ სისტემებს მიიღებს. კერძოდ, საუბარია დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიაზე, რომელსაც რუმინული მხარე რუსული შეტევების შესაკავებლად გამოიყენებს.
ცნობისათვის, რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა დრონების მეშვეობით რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას. ეს არის ნაწილი იმ ფართო კამპანიისა, რომელსაც კრემლი არაოფიციალურად აწარმოებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვითი სისტემების გამოსაცდელად.
რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, იონუტ მოშტეანუმ დაადასტურა, რომ აღნიშნული სისტემები უახლოეს მომავალში განთავსდება. მისი თქმით, ახალი დრონების საწინააღმდეგო სისტემები საბრძოლო დრონების, მათ შორის ირანული წარმოების შაჰიდის შეკავებასაც შეძლებს.
კონკრეტულად, საუბარია მეროპსის ტიპის სისტემებზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ოპერირებს, გააჩნია სარადარო და ელექტროოპტიკური სენსორები. აღნიშნული სისტემის ეფექტიანობა უკრაინაში არაერთხელ დადასტურდა.




























