მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს - CNN

6220f85e3dc7b
თამთა ჯიჯავაძე
03.03.22 21:16
855
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, საუბარია სანქციების ოლიგარქების ოჯახის წევრებზე გავრცელებაზეც.

როგორც მოსალოდნელია, სანქციები ამოქმედდება დაახლოებით იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, რომელთაც ევროკავშირმა მიმდინარე კვირის დასაწყისში დაუწესა შეზღუდვები.

სანქციებს შორის ვაშინგტონი სამოგზაურო შეზღუდვებსაც ასახელებს. ახალი ამერიკული სანქციები შესაძლოა შეეხოს ოლიგარქების ქონებასაც.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სანქციები უკვე დაუწესდა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს და მათ შვილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები