მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ რუსული Garantex-ის მფლობელებზე ინფორმაციისთვის $6 მილიონიან ჯილდოს აწესებს

DEPARTMENT OF STATE

აშშ რუსული კრიპტობირჟა Garantex-ის მფლობელების შესახებ ინფორმაციისთვის, ჯამში 6 მილიონი დოლარის ღირებულების ჯილდოს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მ რუსული კრიპტობირჟები (Garantex, Exved, Grinex) დაასანქცირა.

Garantex-ს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიბერკრიმინალები და კიბერკრიმინალური ორგანიზაციები ფულის გათეთრებისა და საოპერაციო ნეთვორქისთვის იყენებენ.

სახდეპის ცნობით, სახელმწიფო ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის განყოფილება სპეციალური პროგრამით (TOCRP) ინფორმაციისთვის, რომელიც მათ დაეხმარებათ Garantex-ის ხელმძღვანელების დაკავებასა და ბრალის წაყენებაში, ორ ფულად პრიზს აწესებს, რომელიც ერთიანობაში 6 მილიონ დოლარს მოიცავს. ფულადი ჯილდოდან, 5 მილიონი დოლარი რუსი ეროვნების ალექსანდრ მირა სერდაზე, მეტსახელად "ალექსანდრ ნტიფო-სიავ"-ზე, ხოლო დანარჩენი 1 მილიონი Garantex-ის სხვა ლიდერებზე ინფორმაციისთვის გაიცემა.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურისა და FBI-ის მონაცემებით, Garantex-მა კრიმინალური შემოსავალი ასობით მილიონი დოლარი მიიღო და გამოიყენებოდა სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის ჰაკერული შეტევების, გამოსასყიდის მოთხოვნით სარგებლობის, ტერორიზმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, რაც ხშირად მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იყო. 2019 წლის აპრილიდან 2025 წლის მარტამდე, Garantex-მა მინიმუმ 96 მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტის ტრანზაქციები დაამუშავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები