2024 წლის დადგომასთან ერთად Apple-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის ტიტული მოირგო - კომპანიის ღირებულებამ $517 მილიარდი შეადგინა, 73.6%-ით უფრო მეტი, ვიდრე 2023 წლის დასაწყისში. თუმცა Apple ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ერთადერთი ბრენდი არ არის, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების ჩამონათვალში ხვდება. მეტიც, TOP 10-ში 6 პოზიცია სწორედ ამერიკულ ბრენდებს უჭირავთ, თუმცა წარმატებული ბრენდებით სხვა ქვეყნებიც ამაყობენ.
Brand Finance-მა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც 12 ქვეყნის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდებია განხილული. რეიტინგი ასე გამოიყურება:
| ქვეყანა | ბრენდი | ღირებულება (მლრდ აშშ $) |
| ამერიკის შეერთებული შტატები | Apple | 517 |
| სამხრეთ კორეა | Samsung | 99 |
| ჩინეთი | TikTok | 84 |
| გერმანია | Deutsche Telekom | 73 |
| იაპონია | Toyota | 53 |
| გაერთიანებული სამეფო | Shell | 50 |
| საუდის არაბეთი | Aramco | 42 |
| ირლანდია | Accenture | 41 |
| საფრანგეთი | Louis Vuitton | 32 |
| ინდოეთი | Tata Group | 29 |
| შვეიცარია | Nestle | 21 |
| კანადა | TD | 19 |




























