მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს ელჩი: კარგი იქნება თუ ფრონტერასთან საკითხი დიალოგის გზით გადაწყდება

5f1aae322d437
BM.GE
24.07.20 14:00
967

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი კომპანია "ფრონტერასთან" დაკავშირებით საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც ქართული მხარე აღარ მოშლის „ფრონტერასთან“ კონტრაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინიტრომ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც  უწყება აღნიშნავდა, რომ ისინი მზად არიან, შესაძლებლობა მისცენ კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია, სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99%, „ფრონტერამ”, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

 

აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „ფრონტერასთან“ დაკავშირებით მისასალმებელია და საკითხი მხარეებს შორის დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს.

„ჩვენ მივესალმეთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს გახლავთ კარგი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ღიაა დიალოგისთვის. კარგი იქნება, თუ შედგება კომუნიკაცია და ეს საკითხი დიალოგისა და შეთანხმების გზით გადაწყდება. აღსანიშნავია, რომ  საქართველოს მხრიდან სურვილი და მზაობაა კომუნიკაციის“- განაცხადა დეგნანმა.


დღესვე ეკონომიკის სამინისტროს საპასუხო განცხადება გაავრცელა თავად Frontera-მაც. კომპანია აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება Frontera-სთან არ მოშალოს ხელშეკრულება, შეცდომაში შემყვანია და სინამდვილეში მთავრობას არ გააჩნია არანაირი იურიდიული საფუძველი იმისთვის, რათა მათთან კონტრაქტი მოშალოს.

"ფრონტერას" თემაზე დღეს კომენტარი მთავრობის მეთაურმაც გააკეთა. გიორგი გახარია ამბობს, რომ "ფრონტერასთან" მიმართებაში საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო. საქართველოს ამ გადაწყვეტილების შედეგად აქტივის 99% მთვარობამ დაიბრუნა, ხოლო 1%, რომლის დაბრუნებაზეც საქართველოს პროცესის დაწყება შეეძლო, დაწყებაზე თქვა უარი, რადგან დღეს ქვეყნისთვის საინვესტიციო კლიმატი და ბიზნეს გარემო არის მნიშვნელოვანი.

"არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, ეს გარემო დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. ასევე არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა სტრატეგიული ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. იქ არიან ქართველი დასაქმებულები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და მათი ინტერსებიც უნდა იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები