მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს პრეზიდენტი ორშაბათს მაუიში ჩავა - რა ვითარებაა ნახანძრალ ჰავაის კუნძულზე

აშშ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ორშაბათს მაუიში ჩავა, სადაც ხანძრის გამო ასობით ადამიანი გარდაიცვალა.

"ამ ორშაბათს, ჯილი და მე მივემგზავრებით მაუიში, უშუალოდ შევხვდებით გადარჩენილებს, სასწრაფო დახმარების პერსონალს, სახელმწიფო და ადგილობრივ ოფიციალურ პირებს. ჰავაის ხალხს: მთელი ჩვენი ერი თქვენ გვერდით დგას", -  წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ექიმები, სტომატოლოგები და ანთროპოლოგები ცდილობენ, რომ  მაუის მსხვერპლი დაადგინონ.

მაუის ოლქის სასამართლოს ოფისის მახლობლად მდებარე დროებითი მორგში, სპეციალისტთა ჯგუფი - მათ შორის, რენტგენის ტექნიკოსები, თითის ანაბეჭდის ექსპერტები და სტომატოლოგები - დღეში 12 საათს მუშაობენ ამ კატასტროფული ხანძრის მსხვერპლთა ნარჩენების იდენტიფიცირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძრის გამო  93-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ასობით პირი კი გზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ჰავაის გუბერნატორის განცხადებით, ეს ხანძარი არის ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა ჰავაის შტატის ისტორიაში. მისივე თქმით, აღნიშნულმა ხანძარმა გაანადგურა ისტორიული ქალაქი ლაჰაინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები