თებერვალში დონალდ ტრამპი გახდა პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც Super Bowl-ს დაესწრო, თუმცა მისი ისტორიული ვიზიტი აშშ-ს საიდუმლო სამსახურს ძვირად დაუჯდა.
ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ მხოლოდ სასტუმროებში გადახდილმა თანხამ $115,000-ს, ხოლო მთლიანმა ხარჯებმა $123,000-ს გადააჭარბა. ტრამპმა დილა ფლორიდაში ტაიგერ ვუდსთან გოლფით დაიწყო, შემდეგ კი "Air Force One“-ით ნიუ ორლეანში გაემგზავრა, სადაც მხოლოდ ხუთი საათი დაყო და მატჩის დასრულებამდე დატოვა სტადიონი.
საიდუმლო სამსახური თამაშამდე ხუთი დღით ადრე ჩავიდა ნიუ ორლეანში და ასობით აგენტი ჩართო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ხარჯების დიდი ნაწილი სასტუმროებზე მოდიოდა: Baton Rouge-ის L’Auberge Casino და Marriott, ასევე Biloxi-ის Margaritaville Resort, სადაც ათიათასობით დოლარი გადაიხადეს. ნაწილი თანხისა Gulf South Travel Services-სა და Cromwell Accounting-ს გადაერიცხა, რომელთა მეშვეობითაც აგენტები ნომრებს ჯავშნიდნენ. დამატებით $7,000 NFL-ის ანგარიშზე იქნა გადახდილი უსაფრთხოების აღჭურვილობისთვის.
საიდუმლო სამსახურის $3 მილიარდიანი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა სპორტულ ღონისძიებებზე ტრამპის ხშირი მოგზაურობები კიდევ უფრო აძვირებს დაცვას. პრეზიდენტი უკვე დაესწრო Daytona 500-ს, NCAA ჭიდაობის ჩემპიონატს, UFC-ის არაერთ ღონისძიებას, ფიფას საკლუბო მუნდიალის ფინალს, US Open-ის ფინალს და Yankees-ის თამაშს 11 სექტემბერს. მომავალ წელს ტრამპი გეგმავს Ryder Cup-ზე ჩასვლას და უკვე ცნობილია, რომ იგი დაესწრება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს და 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებს, რომელთა უსაფრთხოებისთვის ფედერალური ბიუჯეტი $1.6 მილიარდს შეადგენს.




























