აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი თბილისში მიმდინარე MEGOBARI Act-ის მხარდამჭერ მარშს ეხმიანება.
მან აქციიდან ფოტო X-ზე გააზიარა და განაცხადა, რომ აშშ საქართველოს გვერდით დგას.
„მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტები არიან, რომელთაც ძლიერი ქვეყანა სურთ ამერიკასთან ახლო კავშირებით. ისინი უარყოფენ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმს და მის მცდელობებს მიყიდოს საქართველო ირანის რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. აშშ საქართველოს გვერდით დგას! #MEGOBARI”, - დაწერა უილსონმა.