მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-სგან საქართველოს მიმართ შეცდომები ყოფილა და მოლოდინი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში შეცდომები აცილებული იქნება - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

აშშ-სგან საქართველოს მიმართ შეცდომები ყოფილა და მოლოდინი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში შეცდომები იქნება აცილებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

საქმე ის არის, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ქვეყანაში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება განუსაზღვრელი ვადით გადადო. გარდა ამისა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტი“ მიიღო.

“შეგვიძლია ვისაუბროთ რაც კონგრესსა თუ სენატში განიხილება პროექტის სახით. ზოგადად, ჩვენი ამერიკელი კოლეგებისთვის ჩვენი წუხილები ცნობილია და ეს გაჟღერებული გვაქვს, თუ რა წუხილები აქვს ქართულ საზოგადოებას ამ წუხილებთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა ამ წუხილებს სათანადოდ უპასუხონ. მათ შორის, როცა ვსაუბრობთ გარკვეული აქტების მიღებაზე კონგრესსა თუ სენატში, რას იზამ… ყოფილა მცდარი გადაწყვეტილებები აშშ-ისა საქართველოსთან მიმართებით. აგვისტოს ომიდან 6 თვეც არ იყო გასული, როცა აშშ-მა გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ რუსეთთან, არ ყოფილა სანქცია და ა.შ. დღეს ბევრი აცნობიერებს, მათ შორის აშშ-ში, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება. აშშ-სგან საქართველოს მიმართ შეცდომები ყოფილა და მოლოდინი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში შეცდომები იქნება აცილებული”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტს, რაც მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო საუბრის სხვადასხვა თემებთან ერთად სახელმწიფო მდივანმა არჩევნებიც ახსენა.

“ეს ჩვენი წუხილიც არის, აშშ-ის ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვა საქართველოში, რომელზეც ვხედავთ, რომ რიგ შემთხვევაში მიდის პოლიტიკური პარტიების ყულაბასა და რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაში. ჩვენი წუხილია, რომ ამ მხრივ აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველოში თანხები იხარჯებოდეს გამჭვირვალედ და ასევე, აშშ-ის ხელისუფლებამ გააკონტროლოს,რომ ეს ფული არ წავიდეს პოლიტიკური პარტიების და რადიკალური ჯგუფების ყულაბებში. რაც სამწუხაროდ, დღეს ვიცით, რომ ხდება”, - თქვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები