მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-სგან თავდაცვის შეიარაღება უკრაინაში ყოველდღიურად ჩადის - ბაიდენი

6227865b987d6
ინგა მურუსიძე
08.03.22 20:40
867
"თავდაცვის შეიარაღება ყოველდღიურად ჩადის უკრაინაში აშშ-სგან", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება  გერმანიიდან და ნიდერლანდებიდანაც ხორციელდება.

„ამ ეტაპამდე ჩვენ უზრუნველვყავით $-მილიარდიანი დახმარება უკრაინისთვის. თავდაცვის შეიარაღება ყოველდღიურად ჩადის უკრაინაში აშშ-სგან. შეიარაღების მიწოდებას ვახორციელებთ ჩვენი პარტნიორების, გერმანიის და ნიდერლანდების მხრიდან. ასევე უზრუნველვყოფთ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინელი ხალხისთვის;, დახმარებაში შედის სურსათი, სამედიცინო საშუალებები.

სახელმწიფო მდივანს დავავალე ჩასულიყო უკრაინის საზღვარზე, რათა პირდაპირ გადმოეცა ჩემთვის არსებული ვითარება. ჩვენ შევასრულებთ მეხუთე მუხლით დაკისრებულ ვალდებულებებს. მე ცხადად ვამბობ, რომ აშშ გაიზიარებს თავის ვალდებულებას ლტოლვილებთან დაკავშირებით და ეს არ დააწვება მხოლოდ ევროპელებს“, - განაცხადა ბაიდენმა.

პრეზიდენტის ბრიფინგის თარგმანს ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები