მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ, შესაძლოა, უკრაინაში ომის შეწყვეტის პროცესს გამოეთიშოს - რუბიო

სახდეპ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ თუ სამშვიდობო პროცესმა წინ ვერ წაიწია, აშშ შესაძლოა, უკრაინაში ომის შეწყვეტის პროცესს გამოეთიშოს. როგორც მან პარიზიდან გამგზავრებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რამდენიმე დღეში გამოჩნდება სამშვიდობო შეთანხმება საერთოდ თუ არის შესაძლებელი.

მანამდე რუბიომ და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, კით კელოგმა და სტივ უიტკოფმა პარიზში შეხვედრები გამართეს უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან. "არ ვაპირებთ ჩვენი ძალისხმევის კვირებით და თვეობით გაგრძელებას", - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ამატებს, რომ ამერიკას სხვა პრიორიტეტებიც აქვს და მასზე უნდა გადაერთოს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თავდაპირველი განცხადებების მიუხედავად, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმებას რუსეთთან მალე მიაღწევდა, ამ დრომდე რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე არ თანხმდება. არადა ტრამპი წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ ევროპაში ომს, რომელიც მეოთხე წელია გრძელდება, 24 საათში დაასრულებდა. უკრაინასა და აშშ-ს შორის საუდის არაბეთში 11 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად უკრაინა 30-დღიან ზავს დათანხმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები