ლიზ ლამბერტი, 3D სამშენებლო სტარტაპი Icon და დანიური დიზაინერული კომპანია მსოფლიოში პირველი 3D პრინტერით დაბეჭდილ სასტუმროზე მუშაობენ. 3D სამშენებლო სტარტაპი Icon საკმაოდ ამბიციურ გეგმებს ისახავს მიზნად. მეტიც, სტარტაპი NASA-სთან თანამშრომლობს.
კონტრაქტი, რომელიც Icon-ს NASA-სთან აქვს გაფორმებული, მთვარეზე და მარსზე პირველი პლანეტათაშორისო სახლების განთავსებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება პირველ 3D პრინტერით შექმნილ სასტურმოს, მას „Sunday Homes“ ერქმევა და ლიზა ლამბერტის მიერ დაფუძნებულ El Cosmico-ს ტერიტორიაზე განთავსდება.
El Cosmico კემპინგია, რომელიც მარფაში მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ლოკაციაა. ამ დროისთვის El Cosmico მხოლოდ 21 ჰექტარს მოიცავს, თუმცა ძალიან მალე 3D პრინტერით დაბეჭდილი ტექნოლოგია თითქმის გააორმაგებს ამ ტერიტორიას და მას 62 ჰექტარი ფართობის უდაბნოს ოაზისად გარდაქმნის.
„Sunday Homes“ ისეთი ფერთა პალიტრით შეიქმნება, რომელიც ლადშაფტს იდეალურად მოერგება. რაც შეეხება პროექტს, პირველი სამი დე პრინტერით შექმნილი სასტუმრო მასიური იქნება. „Sunday Homes“ პატარა საცხოვრებლებს და აუზს გააერთიანებს. თითოეული საცხოვრებლიდან დევისის მთების ხედი იშლება.
3D პრინტერით შექმნილ სასტუმროსთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა ჩნდება. მათ შორის, ინტერესია Sunday Homes-ის სიმყარესთან დაკავშირებით. Icon-ის კონსტრუქციის სისტემა ვულკანურ პრინტერზეა დაფუძნებული. ეს უკანასკნელი კომპონენტი სამშენებლო მასალას - ლავაკრეტს აწარმოებს, ნივთიერებას, რომელიც შემუშავებულია კომპანიის მეცნიერების მიერ და საფუძვლიანი ტესტირებაც გაიარა, რათა მისი გამძლეობა გარანტირებული იყოს.
ლიზა ლამბერტის თქმით, Sunday Homes ჯავშნებს 2023 წლის ზაფხულიდან მიიღებს. წარმოუდგენელი 3D მშენებლობა კი, რომელიც სასტუმროს ტერიტორიაზეა დაგეგმილი სავარაუდოდ 2024 წელს დაიწყება.