დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) კონფერენცია ჩატარდა. როგორც კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კარლ სტორჩმენმა BMG-ის უთხრა, ფასიდან გამომდინარე აშშ-ს ბაზარი ქართული ღვინისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება.
“ვიცი, რომ საქართველო დიდი ოდენობით ღვინის ექსპორტს ახორციელებს აშშ-ში, თუმცა ვერ შეედრება რუსეთში ექსპორტირებულს. აშშ-ში ბევრად მეტს იხდიან ღვინოში. ამიტომ, საქართველოსთვის უფრო მეტად სარგებლიანი იქნება აშშ-ში ღვინის ექსპორტი გაზარდოს. ამას გარდა, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ბაზრებიც მნიშვნელოვანია. ქართულ ღვინოს სხვებისგან ღვინის დამზადების ტექნილოგია გამოარჩევს, რაც არის ქვევრი. ასევე, ყურძენიც ასეთი სახეობები სხვებს არ აქვთ. ვიცი, რომ საფერავი სხვაგანაც იზრდება, თუმცა იქ ასეთი არ არის და არც ასეთი ღვინო მზადდება”,-აცხადებს ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი.




























