მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობა ისევ ავტომატურად მიენიჭებათ - უზენაესმა ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა

აშშ

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ გააუქმა ტრამპის სარჩელი, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობის ავტომატურად მიღებას უზღუდავდა.

უწყებამ პრეზიდენტის საიმიგრაციო ბრძანება დაბლოკა და ამერიკულ მიწაზე დაბადებული პირებისთვის კონსტიტუციის მე-14 შესწორება ძალაში დატოვა.

"არ არსებობდა არავითარი რეალური მიზეზი, რატომაც უნდა გაგვეთვალისწინებინა პრეზიდენტის მოთხოვნა" - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა.

როგორც ამერიკული მედია წერს, სასამართლოს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ტრამპისთვის კიდევ ერთი პოლიტიკური მარცხი იქნება.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის სატარიფო პოლიტიკაც დაბლოკა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების უფლების წინააღმდეგ კამპანიას 2015 წლიდან აწარმოებდა. 2025 წლის 20 იანვარს კი, საპრეზიდენტო ვადის პირველივე დღეს, მან ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომელიც ავტომატურ მოქალაქეობას აუქმებდა არალეგალი იმიგრანტებისა და დროებითი ვიზის მქონე პირების შვილებისთვის.

ორგანიზაცია „ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირმა“ ბრძანებულება სასამართლოში დაუყოვნებლივ გაასაჩივრა, რასაც 2025 წლის განმავლობაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებში განხილვები და ტრამპის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მოჰყვა. სასამართლოებმა თავიდანვე დაბლოკეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რადგან, მოსამართლეების შეფასებით, ის აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებისა და 1898 წლის უონგ კიმ არკის პრეცედენტის დარღვევად მიიჩნეოდა.

საყურადღებოა, რომ სწორედ ამ სასამართლო აკრძალვების გამო, ტრამპის განკარგულება ძალაში არასოდეს შესულა. ადმინისტრაციამ ვერდიქტი ყველა ჯერზე გაასაჩივრა და საბოლოოდ საქმე 2026 წლის აპრილში უზენაეს სასამართლომდეც მივიდა - თავად საკონსტიტუციო სასამართლომ კი გაიზიარა წინამორბედები განჩინებები და პრეზიდენტი ტრამპი საბოლოოდ გაამტყუნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები