მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში საქართველოს პოზიციონირებისთვის GNTA-მ Expedia-სთან მარკეტინგული კამპანია დაიწყო

Expedia

აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში საქართველოს პოზიციონირების მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაჯავშნის ტურისტულ პლატფორმასთან Expedia და სამოგზაურო მედია ჯგუფთან Beautiful Destination ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.

ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაჯავშნის პლატფორმაზე Expedia დეტალური ინფორმაციაა განთავსებული საქართველოს ტურისტული მიმართულების, ბუნების, კურორტების, ღვინისა და გასტრონომიის შესახებ. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვა და განთავსების საშუალებების დაჯავშნა.

„გაიცანით საქართველოს უნიკალური ბუნება, გემრიელი სამზარეულო და მდიდარი კულტურა, საქართველოს შესახებ ცოტამ თუ იცის, მაგრამ თქვენ ის უკვე აღმოაჩინეთ“, - წერს Expedia.

გზამკვლევში ინფორმაციაა განთავსებული იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე დაგეგმილი ფესტივალების, მეღვინეობისა და კულინარიის შესახებ.

Expedia-ს საიტზე საქართველოს შესახებ ბანერებია განთავსებული, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილ გვერდებზე გადასვლა და დაჯავშნა.

Beautiful Destinations-ის სოციალური არხების ჯამური აუდიტორია 50 მილიონს აჭარბებს. Expedia-ის მომხმარებელთა რაოდენობა კი 46 მილიონზე მეტია.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან 22 224 ვიზიტი შესრულდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 2.3%-ით აღემატება. დიდი ბრიტანეთიდან 18 904 ვიზიტი იყო, რაც წლიურად 25.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო გერმანიიდან 32 392 ვიზიტი შესრულდა, რაც გასული წლის ვიზიტების რაოდენობას 4.2%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები