მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში F1-ის ჩვენებისთვის Apple-ი $150 მილიონს გადაიხდის

ტიმ კუკი

მას შემდეგ, რაც Apple Studios-მა კომპანიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფილმი F1: The Movie გამოუშვა, რომელმაც პირველ ათ დღეში $293 მილიონის შემოსავალი დაწერა, ტექნოლოგიური გიგანტი ავტოსპორტით უფრო მეტად დაინტერესდა.

CNBC-ის ინფორმაციით, Apple-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში Formula 1-ის ექსკლუზიური უფლებებით ინტერესდება, რათა ავტოსპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა საკუთარ სტრიმინგ-პლატფორმაზე, Apple TV-ზე განათავსოს.

დღეს, F1-ის ჩვენების უფლებას ამერიკაში Disney-ის შვილობილი ESPN ფლობს, მაგრამ 2026 წლის სეზონისთვის მედიაკორპორაციის კონტრაქტი ამოიწურება და Formula 1-ის მფლობელი Liberty Media განაცხადებს მიიღებს. Apple-თან ერთად, კონკურსში მონაწილეობას კვლავ მიიღებს ESPN-ი, მაგრამ ჩამონათვალში, სავარაუდოდ, ასევე გამოჩნდება Netflix-ი, რომელმაც F1-ის ბაზარზე მაშინ შეაბიჯა, როცა ძალიან პოპულარული დოკუმენტური სერიალი, Formula 1: Drive to Survive გამოუშვა.

გამომდინარე იქიდან, რომ ავტოსპორტი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სპორტია, რომელიც განსაკუთრებით აგრესიულად ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე იზრდება, 2026 წლის სეზონის ექსკლუზიური უფლებების მოსაპოვებლად Apple-ის გუნდს რამდენიმე ათეული მილიონის გადახდა მოუწევს — მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წლიური თანხა $150 მილიონია. დროის გასვლასთან და სპორტის გაზრდასთან ერთად, აღნიშნული მაჩვენებელი მუდამ იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები