აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ქალაქ პიტსბურგთან მდებარე ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა. დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი. არიან დაშავებულები.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე, პენსილვანიის შტატში, კლეირტონში, ქალაქ პიტსბურგის მახლობლად, U.S. Steel-ის ფოლადის ქარხანაში მოხდა.
ამ დროისთვის დაღუპულია ერთი, დაშავებულია ათობით ადამიანი. ორი პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
როგორც მედია აღნიშნავს, სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე არიან ადამიანები.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიუახლოვდნენ აღნიშნულ ტერიტორიას.
























