მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ღვინის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა - როგორია ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ამერიკაში?

აშშ ღვინო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 5 თვეში ოკენეს გაღმა 2.988 მლნ დოლარის 486,555 ათასი ლიტრი ღვინო გაიგზავნა, რაც წლიურად 56%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 1 ლიტრი ექსპორტირებული ღვინის ფასმა კი, 6.14 დოლარი შეადგინა

ქართული ღვინის ექსპორტი აშშ -ში 5 თვის მონაცემებით

  • 2024 წელი - 2.988 მლნ დოლარი / 486,555.75 ლიტრი
  • 2023 წელი - 1.912 მლნ დოლარი/ 292,300.92 ლიტრი
  • 2022 წელი - 1.985 მლნ დოლარი / 298,172.52 ლიტრი
  • 2021 წელი - 1.774 მლნ დოლარი/ 281,152.50 ლიტრი
  • 2020 წელი - 1.267 მლნ დოლარი / 237,387 ლიტრი
  • 2019 წელი - 1.217 მლნ დოლარი / 205,480.75 ლიტრი

5 თვის მონაცემებით, აშშ ღვინის საექსპორტო ბაზრებში მე-7-დან მე-6 პოზიციაზე დაწინაურდა და ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბაზარია. მაგალითად, რუსეთში, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება, ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.7 დოლარია, პოლონეთში 2.4 დოლარი.

ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონლის - ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი პირველი ხუთი თვის განმავლობაში რეკორდული იყო. „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან მსოფლიოში 140 მლნ დოლარის ღირებულების 49 474 ტონა ღვინო გაიყიდა, რაც გასული წლის ექსპორტი ღირებულებას 35.9%-ით, ხოლო მოცულობას 38.9%-ით აღემატება.

TOP-10 საექსპორტო ბაზარი

  • რუსეთი - $104.5 მლნ, 38 661 ტონა;
  • პოლონეთი - $6.4 მლნ, 2 608 ტონა;
  • უკრაინა - $4.9 მლნ, 1 778 ტონა;
  • ყაზახეთი - $3.9 მლნ, 1 232 ტონა;
  • ბელარუსი - $3 მლნ, 1 073 ტონა
  • აშშ - $2.9 მლნ, 486 ტონა;
  • ჩინეთი - $2.9 მლნ, 824 ტონა;
  • გერმანია - $2.5 მლნ, 573 ტონა;
  • ლატვია - $1.7 მლნ, 457 ტონა;
  • ლიეტუვა - $878 ათასი, 141 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები