მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში Google-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა იწყება

Google
სტატიაში საუბარია:

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ ზეწოლა გრძელდება, ამჯერად მორიგი სასამართლო დავა Google-ის წინააღმდეგ იწყება.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ინტერნეტში რეკლამების გავრცელებასთან დაკავშირებით Google-ს მონოპოლია აქვს მოპოვებული და მასთან კონკურენციის გაწევას ვერცერთი სხვა კომპანია ვერ ახერხებს, რაც ბაზარზე არასამართლიან პირობას ქმნის.

როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი განმარტავს, Google-ის მონოპოლია ინტერნეტში რეკლამის განთავსების ღირებულებას ხელოვნურად ზრდის, რაც ზიანის მომტანია როგორც დამკვეთებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის.

მოგეხსენებათ, რეკლამების განთავსება Google-ის ძირითადი ბიზნესია, რომელზედაც კომპანიის შემოსავლების 77% მოდის. მაგალითად, გასულ წელს Google-მა რეკლამებით $237 მილიარდი დააგენერირა, ამ თანხის უდიდესი ნაწილი კი უშუალოდ მის საძიებო პლატფორმაზე მოდიოდა.

კომპანიის გენერალური დირექტორის, სუნდარ პიჩაის განცხადებით, მონოპოლიასთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა ბრალდება უსაფუძვლოა და რეალობა ისაა, რომ Google-ის მიერ შექმნილი პროდუქტი იმდენად უკეთესია კონკურენტებთან შედარებით, რომ მომხმარებლების 90% საკუთარი ნებით სწორედ Google-ს ირჩევს.

შეგახსენებთ, რომ ეს Google-ის წინააღმდეგ წამოწყებული ერთადერთი სასამართლო დავა არ არის, აშშ-ის, ევროკავშირისა თუ დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლები ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს არაერთ სხვა საკითხზე ედავებიან, რაც სწორედ Google-ის ზომითა და გავლენით აიხსნება, რადგან კომპანია $2 ტრილიონადაა შეფასებული და ის საძიებო ბაზრის 90%-ს აკონტროლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები