2022 წლის თებერვალში აშშ-ში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9% შეადგინა, რაც 1982 წლის შემდეგ ფასების ზრდის რეკორდული მაჩვენებელია.
გასულ თვესთან შედარებით ინფლაციის დონე ქვეყანაში 0.8%-ით გაიზარდა. სამომხმარებლო ფასების ზრდა ყველაზე მეტად ენერგოპროდუქტებისა და სურსათის ჯგუფებში დაფიქსირდა.
ექსპერტების შეფასებით, მაღალი ინფლაციის საპასუხოდ მოსალოდნელია ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრება.




























