მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ინფლაცია შემცირდა

აშშ

ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაციის დონე 3%-იან ნიშნულამდე შემცირდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია და ანალიტიკოსების პროგნოზზე უკეთესი მაჩვენებელია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს არ ითვალისწინებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 3.3%-იან ნიშნულზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შენელდა.

ინფლაციის ტემპის შენელება, პირველ რიგში, ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, FED-ის მიერ განსაზღვრული ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 5.5%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები