მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში ინფლაცია ივნისში ზომიერად გაიზარდა, თუმცა FED სავარაუდოდ, განაკვეთს უცვლელად დატოვებს - TBC Capital

fed

აშშ-ში ინფლაცია ივნისში ზომიერად გაიზარდა. ძირითადი სამომხმარებლო ფასების ინდექსმა (CPI) თვიურად 0.3%-ით, წლიურად კი 2.7%-ით მოიმატა, რაც თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ძირითადი ინფლაცია (core CPI) 0.2%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზებს ოდნავ ჩამორჩება. მიუხედავად იმისა, რომ ფასების წნეხი კვლავ აჭარბებს ფედერალური რეზერვის 2%-იან სამიზნე დონეს, ჩნდება ნიშნები, რომ ტარიფების გავლენით ფასების გადაცემის ეფექტი იჩენს თავს.

TBC Capital-ის ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, დაბალ ძირითად ინფლაციას მხარს უჭერს საპროცენტო განაკვეთთან მიმართებით არსებული პოლიტიკა, მეორეს მხრივ, ტარიფების გავლენის პირველმა ნიშნებმა შესაძლოა, გააძლიეროს არგუმენტები პოლიტიკის შემკავებელი ხასიათის შენარჩუნების შესახებ. რადგანაც ინფლაცია არც სწრაფად იზრდება და არც მკაფიოდ იკლებს, ცენტრალური ბანკი სავარაუდოდ, შემდეგ შეხვედრაზე განაკვეთებს უცვლელად დატოვებს. ინვესტორები წლის დარჩენილ პერიოდში აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის მცირე ცვლილებებს ელიან. დღეის მდგომარეობით აშშ-ში განაკვეთი 4.25-4.5%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები