მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ინფლაციის დონე მოსალოდნელზე მეტად შემცირდა

639881511cc19
გიორგი თოლორდავა
13.12.22 17:44
703
ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით წლიური ინფლაციის დონემ 7.1% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

შეგახსენებთ, რომ წინა თვეს ინფლაცია 7.7%-იან ნიშნულზე იყო, ანალიტიკოსები კი მის 7.3%-მდე შემცირებას პროგნოზირებდნენ.

სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან (CPI) დაკავშირებითაც, რომელიც წლიურ 6.0%-მდე შემცირდა, ნაცვლად ნავარაუდევი 6.3%-ისა.

ექსპერტების შეფასებით, CPI-ს შენელება ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შენელებას გამოიწვევს და FED-ს რეფინანსირების განაკვეთის 0.50%-იანი ზრდისკენ უბიძგებს, ნაცვლად 0.75%-ისა. გარდა ამისა, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელება აჩენს იმის ფიქრის საშუალებას, რომ FED-მა გამკაცრების პროცესი რამდენიმე თვით ადრე დაასრულოს.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები