ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაციის დონე 3.2%-იან ნიშნულამდე შემცირდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია და ანალიტიკოსების პროგნოზზე უკეთესი მაჩვენებელია.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს არ ითვალისწინებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 4.0%-მდეა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ნელდება.
ინფლაციის ტემპის შენელება, პირველ რიგში, ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითაა განპირობებული. შეგახსენებთ, რომ FED-მა ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 5.5%-მდე გაზარდა.