მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ინფლაცია გაიზარდა

აშშ

ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაციის დონე 2.7%-იან ნიშნულამდე გაიზარდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ანალიტიკოსების პროგნოზზე უარესი მაჩვენებელია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს არ ითვალისწინებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 3.3%-იან ნიშნულზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით დაჩქარებულია.

ნოემბრის თვის პერიოდში ინფლაციის დაჩქარება სეზონური ფაქტორით აიხსნება, რადგან ამ დროს საცალო სექტორის გაყიდვების მაჩვენებლები მკვეთრად იმატებს, ენერგორესურსების ფასები კი იზრდება, რაც სამომხმარებლო ფასების დონეზე აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები