მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მივიღეთ ზომები და ვფიქრობ, მეტს ნახავთ“ - ენტონი ბლინკენი საქართველოზე

ენტონი ბლინკენი
01.07.24 20:42
3138

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ გამორიცხავს, რომ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, მეტი ახალი ზომა ვიხილოთ. "ამერიკის ხმის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ენტონი ბლინკენმა, საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას რამდენიმე წუთის წინ, "ბრუკინგსის ინსტიტუტში" გამართულ ღონისძიებაზე უპასუხა.

ეს ენტონი ბლინკენის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

„ვფიქრობ, [რეგიონში] ჩვენ გვაქვს როგორც რეალური შეშფოთების [მიზეზი], ასევე რეალური შესაძლებლობებიც. თქვენ ახსენეთ უცხოეთის აგენტის კანონი საქართველოში. ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ, არა მხოლოდ გამოვხატეთ ჩვენი ღრმა შეშფოთება ამის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის დამტკიცდა, ჩვენ მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ალბათ უფრო მეტს ნახავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს აშკარად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მიმართულებას, რომლის მიღებაც საქართველოს სურს და ცხადია, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას ეს სურს“, - თქვა ბლინკენმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი განმარტავს, რომ ვაშინგტონი აცნობიერებს გამოწვევებს, რომელიც არის საქართველოში და რეგიონში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები