მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბლინკენის განცხადება მიანიშნებს ჩვენს ერთგულებაზე ქართველი ხალხის მიმართ - კონგრესმენი ბილ კიტინგი

ბილ კიტინგი

კონგრესმენ ბილ კიტინგის შეფასებით, სავიზო შეზღუდვებსა და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაზე ენტონი ბლინკენის განცხადება ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ის ერთგულებაზე მიუთითებს.

„გუშინ, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ვკითხე საქართველოში კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობის შესახებ. სავიზო შეზღუდვების და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ დღევანდელი განცხადება მიანიშნებს ქართველი ხალხის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე, რომლებიც ევროპული მომავლისკენ ისწრაფვიან“, - წერს კონგრესმენი სოციალურ ქსელში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა დააწესა სანქციების რეჟიმი საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. სანქციები განისაზღვრება აღნიშნულისთვის პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ, თუმცა სანქცირებულ პირთა სია ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა. ამავე განცხადების თანახმად, აშშ გადახედავს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პოლიტიკას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები