ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკის სამსახური საგანგაშო მონაცემებს ასაჯაროებს – დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. წლიურმა ინფლაციის დონემ 3.4% შეადგინა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით და ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ შედეგთან შედარებით გაცილებით უარესია.
ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის ფაქტი, რომ მოსალოდნელზე მაღალ ნიშნულზეა საბაზისო ინფლაციაც (Core CPI), რომელიც ამჯერად 3.9%-ით განისაზღვრა.
ექსპერტების შეფასებით, ინფლაციის ტემპის დაჩქარება საახალწლო პერიოდთანაა დაკავშირებული, როდესაც მოქალაქეები საყიდლებსა და საჩუქრებზე წლის განმავლობაში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის დასაძლევად აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი 5.5%-მდე გაზარდა, თუმცა, როგორც ჩანს, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენციის დასაძლევად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება კიდევ რამდენიმე თვით იქნება აუცილებელი.