მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ინფლაცია მოულოდნელად გაიზარდა

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკის სამსახური არასახარბიელო მონაცემებს ასაჯაროებს – მარტში ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. წლიური ინფლაციის დონემ 3.5% შეადგინა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით.

ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის ფაქტი, რომ მოსალოდნელზე მაღალ ნიშნულზეა საბაზისო ინფლაციაც (Core CPI), რომელიც ამჯერად 3.8%-ით განისაზღვრა, რაც აგრეთვე 0.1%-ით მეტია მოსალოდნელ მაჩვენებელზე.

ექსპერტების შეფასებით, ინფლაციის ტემპის დაჩქარება მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების გაძვირებით და გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებით არის განპირობებული, რაც გარკვეულ პროდუქციაზე ფასების ზრდას იწვევს.