მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მარეგულირებელმა Credit Suisse $387 მილიონით დააჯარიმა

64c1185cbe02f
გიორგი თოლორდავა
26.07.23 17:22
552

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა შვეიცარიული Credit Suisse-ის მფლობელი კომპანია UBS დააჯარიმა. ფულადი სანქციის მოცულობამ 387 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გაკოტრებული ჰეჯ-ფონდის, Archegos Capital-ის საქმესთანაა დაკავშირებული.

FED-ის განმარტებით, Credit Suisse-ის ხელმძღვანელობა ჰეჯ-ფონდთან მიმართებით რისკებს არასათანადოდ აფასებდა და ამ ქმედებით ბანკის კლიენტებს საფრთხის წინაშე აყენებდა.

გაკოტრებული ჰეჯ-ფონდი წლების განმავლობაში Credit Suisse-ისგან დიდი მოცულობით ვალდებულებებს იღებდა, ამ თანხის ინვესტირებას კი ის მაღალრისკიან აქტივებში ახდენდა. როგორც გამოძიებიდან ირკვევა, Credit Suisse-ის ტოპ-მენეჯერები ამ ქმედებით გარკვეულ სარგებელს იღებდნენ, რაც კორუფციულ სქემაზე მიუთითებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Archegos-ის გაკოტრებით Credit Suisse-ს 5.5 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა, ამ თანხის უდიდესი ნაწილი კი სწორედ შვეიცარიული ბანკის კლიენტებმა და ინვესტორებმა დაკარგეს და არც თავად მენეჯერებმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები