McDonald’s-ი კორონავირუსის გამო სერვისების მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. კომპანია აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში, სწრაფი კვების ობიექტებში კაფის სივრცე და გასართობი ზონა დროებით დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
„ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასარგებლო იქნება ჩვენი მომხმარებლებისთვის. კომპანია დაელოდება მიმდინარე მოვლენების განვითარებას და ისე მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნულია McDonald’s-ის ოფიციალურ განცხადებაში.
McDonald’s-ი კომპანიის ფრანჩიზერებს ურჩევს, აღნიშნული ზომების გატარებას, მაგრამ ეს ამ ეტაპზე მათთვის მხოლოდ რეკომენდაციად განიხილება და არა - მოთხოვნად.
„ჩვენ მომხრენი ვართ, სოციალური დისტანცირების გაიდლაინების და ამ პოლიტიკით ჩვენ შევძლებთ თავშეყრის ადგილის გაუქმებას ჩვენს რესტორნებში. ორიენტირებულები გავხდებით „თან-წაღების სერვისზე“, - აცხადებს McDonald’s-ი.
17 მარტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 4,734 დადსტუებული შემთხვევაა გამოვლენილი (ბოლო 24 სთ-ში +71), გარდაიცვალა 93 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 74 ინფიცირებული.