აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს და არავინ სხვა, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ამერიკის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის დასანქცირების გადაწყვეტილება არა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ, არამედ გარკვეულმა ძალებმა მიიღეს.
17 სექტემბრის პრესკონფერენციაზე, მეთიუ მილერს ჰკითხეს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე რა კომენტარს გააკეთებდა, რაზეც მან აღნიშნა:
„შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს და არავინ სხვა“.