მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი - ფეროშენადნობები ახალი ტარიფების გამონაკლისებშია

ფეროშენადნობები

აშშ-მა მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანას ახალი ტარიფები დაუწესა. მათ შორის საქართველოსაც 10%-იანი ტარიფი.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს სრულ ექსპორტზე დაუწესდა აღნიშნული ტარიფები, რადგანაც აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თან ახლავს გამონაკლისების ვრცელი სია. სიაში შედის ფეროშენადნობებიც, რაც აშშ-ში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. კერძოდ, 2024 წელს აშშ-ში საქართველოს $141-მილიონიან ექსპორტში $90 მილიონი დოლარი, ანუ 64% სწორედ ფეროშენადნობებზე მოდიოდა. თუმცა, საგამონაკლისო სიაში არ შედის მაგალითად ღვინო, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია აშშ-ში.

TOP-10 პროდუქტი, რაც 2024 წელს საქართველომ აშშ-ში გაიტანა ექსპორტზე:

  1. ფეროშენადნობები - 90,2 მლნ აშშ დოლარი
  2. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 8,4 მლნ აშშ დოლარი
  3. საფრენი აპარატების ნაწილები - 7,2 მლნ აშშ დოლარი
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 7,1 მლნ აშშ დოლარი
  5. წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები - 5,3 მლნ აშშ დოლარი
  6. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 4,6 მლნ აშშ დოლარი
  7. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 2,7 მლნ აშშ დოლარი
  8. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1,8 მლნ აშშ დოლარი
  9. მინერალური და მტკნარი წყლები - 1,6 მლნ აშშ დოლარი
  10. სამშენებლო ნაწარმი ხისა - 1,1 მლნ აშშ დოლარი.

უფრო სრულად გამონაკლისების სია, რომელსაც ახალი ტარიფები არ შეეხო იხილეთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები