მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში შუალედური არჩევნების ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

არჩევნები ამერიკაში

ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები ოფიციალურად დაიწყო.

ქვეყნის აღმოსავლეთ შტატებში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე გაიხსნა, რაც შეეხება სხვა რეგიონებს, იქ კენჭისყრის პროცესი განსხვავებული გრაფიკით წარიმართება.

ინფორმაციისთვის, ამერიკელი ამომრჩევლები, დღეს, კონგრესის ორივე პალატის წევრებს, გუბერნატორებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ირჩევენ.

არჩევნების ფარგლებში წარმომადგენელთა პალატის 435-ვე ადგილი და სენატის 35 მანდატი გადანაწილდება. ამას გარდა, 36 შტატში გუბერნატორს აირჩევენ, რამდენიმე შტატში კი რეფერენდუმები იმართება.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ამჟამად რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს. დემოკრატები კი მინიმუმ ერთ პალატაზე კონტროლის დამყარებასა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საკანონმდებლო დღის წესრიგის შეზღუდვას ისახავენ მიზნად.

ხმის მიცემა რამდენიმე სასაათო სარტყელში გაგრძელდება, პირველი საარჩევნო უბნები კი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიხურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები