მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ნაწილდება ხმები ამ დროისთვის? - აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები

12

ბოლო ცნობებით, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დიდი უპირატესობით დემოკრატები იმარჯვებენ და აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას დემოკრატები გააკონტროლებენ. ხმების დათვლა კიდევ გრძელდება, თუმცა წინასწარი შედეგებით, დემოკრატებს უკვე აქვთ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო ადგილები - 231 წარმომადგენელთა პალატაში და 54 სენატში.

გუშინდელ შუალედურ არჩევნებში აშშ-ის მოქალაქეებმა აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრი და სენატის 100 წევრიდან 35. ჯამში კონგრესში ასარჩევი იყო 470 წევრი. ამ არჩევნებამდე ორივე პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები იყვნენ. აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებს აღიარებს და აპირებს დემოკრატებთან თანამშრომლობას.

ტრამპმა მარცხის მიზეზად დაასახელა ის, რომ საარჩევნო ბიულეტენზე თავად არ იყო. არჩევნების შედეგების გამოცხადების დაწყების შემდეგ დონალდ ტრამპმა New York Times-ს უთხრა, რომ თუ დემოკრატები გამარჯვებას მოიპოვებენ, მათთან ითანამშრომლებს. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კაროლინის შტატში რესპუბლიკელი ჯო უილსონი ლიდერობს, რომელიც საქართველოს საკითხს ხშირად აყენებდა აშშ-ის კონგრესში და არის რამდენიმე კანონპროექტის ავტორიც, რომლითაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებაა მოთხოვნილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები