მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში სომხეთისთვის $145 მლნ დახმარების გამოყოფას გეგმავს „ტრამპის მარშრუტის“ გასავითარებლად

ტრამპი, ალიევი და ფაშინიანი

აშშ სომხეთისთვის „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) განსავითარებლად 145 მლნ დოლარის დახმარების გამოყოფას გეგმავს. ინფორმაცია სომხეთის ვიცე-პრემიერსა მჰერ გრიგორიანსა და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს დირექტორ ბრენდან ჰანრაჰანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ კონგრესთან მუშაობით, ვაპირებთ 145 მლნ დოლარის დახმარების გაწევას სომხეთისთვის, რომელიც მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს TRIPP-ის განსახორციელებლად. გვქონდა სასიამოვნო საუბარი საერთო მიზნებზე, რაც არის რეგიონში კავშირების გაფართოება და ეკონომიკური ინვესტიციები",- დაწერა შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა X-ზე.

თავის მხრივ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთი აფასებს მიმდინარე წლის აგვისტოში ვაშინგტონში მიღწეულ შეთანხმებებს და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება სომხეთ-აშშ-ის ურთიერთობების განვითარება.

8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. მათ შორის არის Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP), რომლის მიზანიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთის გავლით აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირება იყო. ეს იგივეა რასაც აზერბაიჯანი „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებენ, რაც რეალურად არის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები