CNN-ი კვლევით ორგანიზაცია Pew Research Center-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ში სტუდენტების 50%-ის აზრით, მათი სასწავლო დაწესებულებებში დაბრუნება სწორი გადაწყვეტილებაა. ხოლო 40% აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია და საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.
კვლევის თანახმად, სტუდენტების დაბრუნების საკითხი სასწავლო დაწესებულებებში დაპირისპირების საგანი გახდა პოლიტიკური პარტიებისათვისაც.
როგორც გამოცემა წერს, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგელების 74% აცხადებს, რომ სტუდენტების დაბრუნება კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სწორი გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება დემოკრატიულ პარტიას, მისი წამომადგენლების მხოლოდ 29% უჭერს მხარს სტუდენტების სასწავლო დაწესებულებებში დაბრუნებას.
Pew Research Center-ის მონაცემების მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობის 56% აღნიშნავს, რომ უმაღლესი განათლება ამერიკაში არასწორი გზით ვითარდება, ხოლო გამოკითხულთა 46% ემხრობა აღებულ კურსს.




























