მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ვიზიტის დროს ჩემი შვილებისთვის ეკონომკლასის ბილეთები პირადად შევიძინე - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი შვილები აშშ-ში მასთან ერთად იყვნენ, თუმცა მათთვის ეკონომკლასის ბილეთები პირადად იყიდა. მედიამ პრემიერს მიმართა, თუ რატომ იმყოფებოდნენ აშშ-ში ვიზიტის დროს პრემიერის შვილები მასთან ერთად და რატომ "ასეირნებდნენ" მას პრემიერის პროტოკოლის წარმომადგენლები.

„ჩემი შვილები აშშ-ში იყვნენ ჩემთან ერთად, ამისათვის მე პირადად შევიძინე ეკონომკლასის ბილეთები, ჩემთვისაც შეძენილ იქნა ეკონომ-კლასის ბილეთები და ამის გამო 10 ათასი ლარი დაეზოგა სახელმწიფოს. სეირნობაზე რომ საუბრობთ - ცოტა პირი გამოიწმინდეთ“, - თქვა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები