საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის სამინისტროდან მიაწოდეს.
"ინფორმაცია, დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ: "მთავარი არხის" ინფორმაციით, აშშ-ში კობახიძესა და ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც, ზალკალიანმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.