მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ სიამოვნებით გააგრძელებს თანამშრომლობას მთავრობასთან, რომელიც თავისუფალი არჩევნებით იქნება არჩეული - დანიგანი

რობინ დანიგანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი ამბობს, რომ აშშ სიამოვნებით გააგრძელებს თანამშრომლობას მთავრობასთან, რომელიც თავისუფალი არჩევნების შედეგად იქნება არჩეული. ამის შესახებ დანიგანმა “საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

"აშშ სიამოვნებით გააგრძელებს თანამშრომლობას მთავრობასთან, რომელიც იქნება გამჭვირვალე, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული. მე მართლაც მაქვს დიდი იმედი, რომ ქართველი ამომრჩეველი მივა და გააკეთებს არჩევანს, რადგან მათ უნდა იცოდნენ, რომ არჩევანი ფარულია", - თქვა ელჩმა.

ამასთან, რობინ დანიგანმა საელჩოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

"მე ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს საელჩოში, ქართველ და ამერიკელ თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ. ჩვენ ვართ ერთი გუნდი საელჩოში, ერთი მისიით ვმუშაობთ ერთად და განსაკუთრებით ამაყი ვარ იმ სამუშაოთი, რომელსაც თქვენ აკეთებთ, თქვენი კონტრიბუციით",- განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, აშშ-ის, ევროკავშირისა და გერმანიის სახელმწიფოს ერთობლივი პროექტი “საარჩევნო კომპასი საქართველო“, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, ელექტრონული საშუალებაა, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე და დაეხმარება იმის აღმოჩენაში, თუ რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას ყველაზე ახლოს მასთან.

საქართველოში აშშ-ის ელჩის გამოსვლის ნაწილი TV Pirveli-მა თარგმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები